არ მითქვამს, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ადვოკატი ჟურნალისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მისი მიერ გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია არ მოახდინონ.

„მეგობრებო, ჟურნალისტებო ძალიან გთხოვთ, ჩემს ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ. დღევანდელ ჩემს ინტერვიუში მე ვთქვი, შემდეგი:

ნებისმიერ საქმეზე რაც გაჟღერებულია იოსებ გოგაშვილის მიერ, იგი მზად არის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად. ჩემთვის უცნობია კონკრეტული მტკიცებულებები თუ რით შეიძლება აღნიშნული ფაქტების დადასტურება. მე არ ვარ ზოგადად საქმის კურსში როდის რა განცხადება გამოქვეყნდება და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მიუხედავად აღნიშნული ფრაზებისა, თქვენს მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, თითქოს მე – ადვოკატი ვაცხადებ, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის, ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც მე არ გამიჟღერებია და თქვენს ინტერპრეტაციას წარმოადგენს“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ – პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას
შემდეგი სტატიაბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 42 დღის ვადაში 607,35 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა