ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ – პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩია განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად „ალტერნატიული პროცესი სწორი არ არის, მაგრამ ვაშაძის ჭკუაზე რომ გაივლი, ასე მოხდება“.

მანჯგალაძემ ხვიჩიას უპასუხა და განაცხადა, რომ „ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“.

„ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის სწორი საქციელი. ვინც ამას აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადასატანად. სწორედ ის არის „ქოცობა“, რომ სხვას აბრალებ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას „ქართული ოცნების“ გარდა. ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, რომ მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ. ახლა არ არის კამათის დრო, ტალახის სროლის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფა გაიხსნა და წიგნი-ალბომის – „ჭაბუა ამირეჯიბი – 100″ – პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაარ მითქვამს, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ადვოკატი