ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას 42 დღის ვადაში 607,35 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს 42 დღის ვადაში ზარალის ასანაზღაურებლად 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია PR Newswire-ის პრესრელიზში, რომელიც „ასოშიეტიდ პრესის“ ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, თანხა შეინახება დამოუკიდებელ ანგარიშზე, ვიდრე კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული, რის შემდეგაც მოხდება ზარალის ოდენობის საბოლოო თანხის გადახდა მოსარჩელეებისთვის, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მარტში მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც, კომპანია CS Life-ს პასუხისმგებლობა ეკისრება თაღლითობისა და ანგარიშების არასათანადო მართვის აღსაკვეთად სათანადო ზომების არმიღების გამო.

Credit Suisse-ში ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კუთვნილ ანგარიშებზე დანაკარგის საერთო რაოდენობა 1,2 მილიარდ დოლარს აღემატება.

banner
წინა სტატიაშიარ მითქვამს, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ადვოკატი
შემდეგი სტატიაარ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და შესაძლებელია, ვიხილოთ პარტიები ერთად ერთ სივრცეში, რომლებიც ისაუბრებენ 12 პუნქტთან მიმართებით – სიმონიშვილი