არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხალვაში არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ამ პროცესში მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჟურნალისტების როლი, განსაკუთრებით, საინფორმაციო სამსახურის როლი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი აცხადებს. ძველიშილი ფიქრობს, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, ოღონდ არა უკეთესობისკენ.

„მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ქიბარ ხალვაში აქ არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას და რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის, რომ უკეთესს გახდის, პირიქით. ამ პროცესში მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჟურნალისტების როლი, განსაკუთრებით, საინფორმაციო სამსახურის როლი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა,“ – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის სურვილია აღარ არსებობდეს კრიტიკული აზრი – ოპოზიცია “რუსთავი2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს
შემდეგი სტატია20 ივნისის მოვლენები – დაკავებულ ლევან ჯიქურს პატიმრობა შეეფარდა