20 ივნისის მოვლენები – დაკავებულ ლევან ჯიქურს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა.

დაკავებული შეუძლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა და ის უკვე მესამე დღეა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მისი ინტერესების დამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიარ მაქვს იმის ილუზია, რომ ხალვაში არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
შემდეგი სტატია„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან” – პრემიერი “რუსთავი2”-ზე