ივანიშვილის სურვილია აღარ არსებობდეს კრიტიკული აზრი – ოპოზიცია “რუსთავი2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

სტრასბურგის სასამართლოს მიერ “რუსთავი2”-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა კრიტიკულ აზრს საფრთხეს უქმნის და არხის სარედაქციო პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, ჩაახშოს კრიტიკული აზრი, არარეალურია. მისი თქმით, თავისუფალი სიტყვის დამარხვა შეუძლებელია და ეს სხვა პლატფორმების მეშვეობით მოხდება.

„ არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია აღარ არსებობდეს კრიტიკული აზრი და ესე იგი, კომფორტში იყოს მისი რეჟიმი, რაც არ გამოვა. რაც შეეხება რეალურად იმას, თუ რა მოხდება ამ კუთხით და როგორი იქნება განვითარება ამ მოვლენების, რასაკვირველია, კრიტიკული აზრის ჩახშობა და თავისუფალი სიტყვის ასეთი დამარხვა არავის არ გამოუვა და არც არავის არ გამოსვლია, სიტყვა აუცილებლად ამოხეთქავს. გაჩნდება კრიტიკული აზრის სხვა პლატფორმები და აუცილებლად იქნება ასეთი ძალიან ბევრი ოპოზიციური პლატფორმა და ჩვენ ვიქნებით ზუსტად ამ კრიტიკული აზრის დამცველები ყველა მიმართულებით, სადაც არ უნდა იყოს,“- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშინინია კაკაბაძე : პაატა სალია ერთი-ორი თვე იტყვის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია
შემდეგი სტატიაარ მაქვს იმის ილუზია, რომ ხალვაში არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი