არ იქნება დღე ჩავარდნილი, ეს გეგმა არის გაწერილი – უგულავა

არ იქნება დღე ჩავარდნილი, ეს გეგმა არის გაწერილი – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, გუშინ პარლამენტთან, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“საკითხი დგას მარტივად, ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს ხალხის მოტყუების საშუალება. ანუ ამ ვითომ მუშაობის შესაძლებლობა. ვითომ მუშაობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, მთავრობას და ყველა იმ უწყებას, რომელიც მუქთახორობით არის დაკავებული. აქციების პროცესში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პიკეტირება და რადიკალური ბლოკირება იმ ობიექტების, რომლებიც ხალხისთვის სერვისს ახორციელებენ. მაგალითად, ჩვენ არასდროს არ უნდა გავაკეთოთ პიკეტი იუსტიციის სახლის, იმიტომ, რომ ის ხალხს ემსახურება, მაგრამ პარლამენტი ხალხს არ ემსახურება. აქ არანაირი სერვისი არ ხორციელდება. კანცელარიაში არანაირი სერვისი არ ხორციელდება. იქ შეიკრიბებიან პატიოსანი გვამები და საუბრობენ იმაზე, რაც არ აინტერესებს ხალხს, აკეთებენ იმას, რაც ხალხის საწინააღმდეგოა და საბოლოო ჯამში, თავს გვაჩვენებენ, რომ მუშაობენ.

მაგალითად, გადაწყვიტა ივანიშვილმა, მივიდეს რაღაც მათივე მოგონილ სულელურ ღონისძიებაზე, დავხვდებით იქ და კანონის ფარგლებში არ მივცემთ მათ ამ ყალბი ზეიმის უფლებას. არ იქნება დღე ჩავარდნილი, ეს გეგმა არის გაწერილი, მაგრამ პორცია-პორციად უნდა ვახმოვანოთ იმისდა მიხედვით, სიტუაცია როგორ ცვლილებებს გვიკარნახებს” – განაცხდა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილის მხარდამჭერები დღეს 14:40 საათზე, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილება