გიორგი კახიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილება

პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე.

მისივე თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს.

„სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა და შესაბამისად, თანამდებობები. ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები. ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიარ იქნება დღე ჩავარდნილი, ეს გეგმა არის გაწერილი – უგულავა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები