ოქრუაშვილის მხარდამჭერები დღეს 14:40 საათზე, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან

admin
ავტ.: admin ნოემბერი 20, 2019 13:30

ოქრუაშვილის მხარდამჭერები დღეს 14:40 საათზე, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები დღეს 14:40 საათზე ორთაჭალაში, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან.

ცნობისთვის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა ადვოკატთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა ადვოკატ ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილთან ვერ მოხერხდა პირობებზე შეთანხმება.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს რობაქიძის დაღუპვის შემდეგ ადგილზე მივიდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნებს დაავალა პოლიციის იმიჯის გადასარჩენად მომხდარი წარმოეჩინათ, როგორც შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმის შემთხვევა. დავალების მიღების შემდეგ კი მაღალჩინოსნებმა რობაქიძესა და მასთან ერთად მყოფი პირების მანქანაში ჩადეს ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, ამის შემდეგ უკვე ზურაბ ადეიშვილის დავალებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარმართა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 20, 2019 13:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics