“არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას”

რუსეთი ომს არავისთან აპირებს-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა და საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში რუსეთს არ დაუწყია. პუტინმა რუსეთ -საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენა არ გამორიცხა:

“არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მითუმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით, ტერორიზმის წინააღმდეგე ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია”,-აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთს სირიაში 88 მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარს უჭერს