პუტინი უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარს უჭერს

ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარს უჭერს. ამის შესახებ რუსეთის გედერაციის პრეზიდენტმა დღეს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„უფრო მეტიც, ვთვლი, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ცივი ომის ანაქრონიზმია, ამიტომაც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისგან გათავისუფლება. თუ უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებას, ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ თუ უვიზო რეჟიმი სამუშაოს უფლების გარეშე იქნება, უკრაინელები შეურაცხმყოფელ სიტუაციაში მოხვდებიან და მათ არალეგალურად მოუწევთ მუშაობა.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას”
შემდეგი სტატიამედია ლიბიელი თვითმფრინავის გამტაცებლების მოთხოვნებს აქვეყნებს