თურქეთს სირიაში 88 მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლაში სდებენ ბრალს

მინიმუმ 88 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა თურქული არმიის შეტევების შემდეგ, უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ელ-ბაბში, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს – ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
თურქული ჯარი და ანაკარას მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები ქალაქიდან “ისლამური სახელმწიფოს” გაგდებას ცდილობენ. თურქული გამანადგურებლები ტერიტორიას უკვე ორი დღეა ბომბავენ.
ხუთშაბათს ელ-ბაბში 16 თურქი სამხედო გარდაიცვალა.

გუშინვე “ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ წვავენ ორ თურქ ტყვე ჯარისკაცს კოცონზე. ვიდეოს ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენლი არ არის. ოფიციალურ თურქეთს ამაზე განცხადება არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიგაერო: წელს ხმელთაშუა ზღვაში 5000 მიგრანტი ჩაიძირა
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას”