“არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში”

გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის სქმეზე დაწყებულ სასამართლო პროცესს დღეს თავად ვასმბეგ ბოკოვი დაესწრო. ეს შესაძლო ქილერისა და მისი სამიზნის პირველი შეხვედრა იყო.

ვასამბეგ ბოკოვი, მთელი პროცესის განმავლობაში გიორგი გაბუნიას დაჟინებით ათვალიერებდა, თვითონ გიორგი გაბუნიამ კი თქვა, რომ, შესაძლოა, მან დღეს თავის პოტენციურ მკვლელს ჩახედა თვალებში.

“ვერ ვიტყვი, ინფორმაციას აგროვებდა, მკვლელობას ამზადებდა თუ რა როლი ჰქონდა, მაგრამ ასე, ვიზუალურად რომ შეხედავ, ჰგავს. შესაძლოა, ეს იყოს ის, ქილერი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა და მით უმეტეს, ამას მხოლოდ ვიზუალური მხარიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაციის მიხედვით,რომელიც მე სუსმა მომაწოდა, როდესაც დაზარალებულად მცნეს, მას აქვს გავლილი შესაბამისი ფიზიკური მომზადება, აქვს კრიმინალური წარსული, იძებნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მკვლელობის საქმეებისთვის და ასე რომ, არ გამოვრიცხავ, დღეს მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში”, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – დავით გარეჯის საქმეში ვერანაირი პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება
შემდეგი სტატიაინჯია – კარგია, რომ ელისაშვილმა და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, პარლამენტში შემოსულიყვნენ, თუმცა საბოლოოდ შემოვლენ თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული