თალაკვაძე – დავით გარეჯის საქმეში ვერანაირი პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება

„არავითარი ეგრეთ წოდებული, კარტოგრაფების საქმე ეს არ არის. ეს საქმე ეხება საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, დავით გარეჯს. ამ საქმეში არსებობენ ბრალდებული პირები, არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები, რომელზეც საზოგადოებას და მართლმსაჯურებას სჭირდება პასუხები. მტკიცებულებები, რომლებიც აქამდე საზოგადოებამ იხილა, ბადებს ძალიან სერიოზულ კითხვებს და საქმე ეხება ძალიან სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას. ამიტომ, აქ ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება. ამ ტიპის ყველა საქმე არის მართლმსაჯულების კომპეტენცია და მართლმსაჯულება გასცემს აქ თავის პასუხებს.

რაც შეეხება ვისზე გავა, ვის დაუმტკიცდება საბოლოოდ ბრალი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს და მომავალშიც მიიღებს სამართლიანი სასამართლო. საქმეს იძიებს საგამოძიებო სტრუქტურები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვნახე რამდენიმე სპეკულაცია, ესეც ახლა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს ექსკლუზიურად ვინმემ მოიპოვა ვინმეს ჩვენება. პირდაპირ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ როგორც წესი, არა მხოლოდ ამ საქმეში, ყველა სხვა საქმეშიც ასეთ სპეკულაციებს ვხედავთ, ეს მასალები გადაეცემათ ადვოკატებს და ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ გადასცენ ტელევიზიებს და ტელევიზიები, ზოგიერთი მედია ამას აწვდის საზოგადოებას, როგორც ვითომ ექსკლუზიურ ინფორმაციას. სინამდვილეში, ეს ყველაფერი გადაცემული აქვთ მხარეებს და მხარეებს შეუძლიათ, რომ შემდეგ ჟურნალისტებს მიაწოდონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველადი დამკვეთი კადიროვია: გვარამია
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში”