ინჯია – კარგია, რომ ელისაშვილმა და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, პარლამენტში შემოსულიყვნენ, თუმცა საბოლოოდ შემოვლენ თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული

„იმ ოთხი საკითხიდან, რომელსაც გარე ოპოზიცია აყენებს, რომელიც დღეს პარლამენტში არ არის შემოსული, ეს რიგგარეშე არჩევნების საკითხია. თუ იქნება საფუძველი, უნდა ჩატარდეს და თუ საფუძველი იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეს საარჩევნო სისტემის თავიდან შექმნა და დაწერაა, რადგან ის სისტემა, საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია. იქ არის კიდევ ერთ-ერთი საკითხი პოლიტპატიმრების, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პარლამენტის თავმჯდომარეს რომ დაუყენო საკითხი, გაათავისუფლე პოლიტოატიმრები, ამისთვის სასამართლოა. თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, მაშინ ყველაფერს თავის ადგილი აქვს. არის საკონსტიტუციო ჩარჩო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ითანამშრომლებთ თუ არა ალეკო ელისაშვილთან მისი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში“, ინჯიამ განაცხადა, რომ მას არ ეგულება ადამიანი, ვისთანაც თანამშრომლობა ვერ მოხერხდება.

„ჩვენს გუნდს საკმაო გამოცდილება აქვს. არ მეგულება ადამიანი, ვისთანაც თანამშროობა არ შეიძლებოდეს. ყველა ადამიანს და ჯგუფს აქვს კარგი და ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი რამ. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, იმისთვის, რომ ცოტა მაინც გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობუსთვის. სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის, რომელიც ახლა პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა. ელისაშვილის გამოსვლებიდან იქ არის საკითხები, სადაც ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ. ეს შეიძლება უფრო დაზუსტდდეს, როცა შევხვდებით და როცა ისინი პარლამენტში შემოვლენ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა არ არის. თუ რაღაც საქმე გინდა გააკეთო, მით უმეტეს კანონმდებლობაში, შენ უნდა იყო პარლამენტში“, – განაცხადა ინჯიამ.

ამასთან, ფრიდონ ინჯიამ ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობამ პოლიტიკოსს მისცა მანდატი, მაშინ პარლამენტში უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამომრჩევლის უპატივისმცემლობა იქნება.

„პირველ რიგში, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ თუ მოსახლეობამ მოგცა მანდატი იყო საპატლამენტო ორგანოში ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. თუ პარლამენტში არ შემოვლენ იქნება უპატივცემულიბა ამომრჩევლის მიმართ, ვინც მათ ხმა მისცა. ვინც არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში,ის უმრავლეოსბაში არ იქნება. მასზე იქნება დამოკიდებული, რამდენად კონსტრუქციულ და არგუმენტირებულ დასკვნებს გააკეთებს და ოპონირებას გაუწევს მმართველ პარტიას. ეს დღეს ძალიან საჭიროა. უმრავლესობაზე გავლენის მოხდენის ბერკეტი და ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტში შემოსული ოპოზიციური პარტიების კონსტრუქციულ ქმედებებზე და კონკრეტულ ოპონირებაზე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში”
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ