არ არის ის რეალობა, რომ “ოცნების” წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო – ხოშტარია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე მისვლას არ აპირებს.

“მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი.

საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე)). ჯერ ერთი ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი ისე ვიყო. სამწუხაროდ არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია ‘ნორმალურობის’ და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად.

არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ.

ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი გონიათ ასე”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პოლიტიკურ საპატიმროდ ვერ აქცევთ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე უარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარისევლობას ადასტურებს