პაპუაშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე უარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარისევლობას ადასტურებს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტიების მიღებაზე „ქართული ოცნებიდან“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.

საკითხის ირგვლივ საუბრისას შალვა პაპუაშვილმა შეაფასა პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლაზე „ნაციონალური მოძრაობის უარი და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საკითხზე მიმართავს, ხოლო ახლა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმით პრეზიდენტის მიმართ უპატივისმცემლობას გამოხატავენ.

„პრეზიდენტის რეზიდენციაში ღონისძიებას ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე არ მივა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფარისევლობას. ისინი პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხზე მიმართავენ და ახლა მონაწილეობას არ იღებენ, რითაც უპატივცემულობას აჩვენებენ პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური კლიმატის მიმართ.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე მიმართული ძალა, პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან – დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან, ისინი დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს. საჭიროა, მათ კანონისა და ხალხის ნება აღიარონ, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს უნდა შეურიგდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ არის ის რეალობა, რომ “ოცნების” წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო – ხოშტარია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე
შემდეგი სტატიაუგულავა „ფულის გათეთრების“ საქმეზე – სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე არის აბსურდი