საქართველოს პოლიტიკურ საპატიმროდ ვერ აქცევთ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად გავა. 3 წლიანი პროცესი, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ფულის გათეთრებას ედავებიან, დასკვნით ეტაპზეა. ბრალდებულები პოლიტიკურ მოტივებსა და აბსურდულ ბრალზე საუბრობენ. მათი თქმით, საქმის მასალებში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რასაც პროკურატურა სამი წელია ამტკიცებს. გარდა ამისა, მათივე თქმით, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, შესაბამისად მათი შეფასებით, საქმეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამ დროისათვის სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით ბრალდებულების ადვოკატი, ზვიად კორძაძე გამოდის. სავარაუდოდ მოსამართლე 2 კვირაში გამოაცხადებს განაჩენს.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივიდნენ
შემდეგი სტატიაარ არის ის რეალობა, რომ “ოცნების” წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო – ხოშტარია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე