აქტივისტებმა ბათუმის მერიის თანამშრომლები მოატყუეს, რომ „დააბოქლომებდნენ“ – აქციის გარეშე მობილიზებული პოლიცია

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა არ ასაბუთებენ, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება.

ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ არა რამეს.

დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძის განცხადებით „თავისი სამაჟორიტაროა“ და იმიტომ იმყოფება მერიასთან.

„მერია ჩვენ მოვატყუეთ, ვუთხარით, რომ ვაპირებდით მისვლას და ბოქლომის დადებას,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. მან და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, 22 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„უმაღლესი საბჭოს ეზოში ზონდერებად მობილიზებული იყვნენ მერიის თანამშრომლები. რამდენიმე მათგანი ვიცანით და ვუთხარით, რომ მერიასთან ვაპირებდით მისვლას… მერიასთან აქციის ჩატარებას ჩვენ არ ვგეგმავდით. უმაღლეს საბჭოსთან აქცია დამთავრდა. ბოქლომი ისევ ადევს ჭიშკარს,“ – გვითხრა გია ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს