ქუთაისში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

დაპირისპირების შემდეგ, „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.

ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოები არის გაკრული.

შეგახსენებთ, ხმაური მოყვა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძაობის” და „ევროპული საქართველოს” წევრებს კარის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.

banner
წინა სტატიაშიმატროსოვის ციხე არ “დააბოქლომონ” და დანარჩენს ავიტანთ – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიააქტივისტებმა ბათუმის მერიის თანამშრომლები მოატყუეს, რომ „დააბოქლომებდნენ“ – აქციის გარეშე მობილიზებული პოლიცია