აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ – მამა ათინოგენე

“საბჭოთა კავშირში გაცოცხლა ლენინი, მოავლინა თავისი ემისრები აქ და მონასტერში მცხოვრები ადამიანები გამოყარეს იქიდან და შესულია, რაფერაც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეს არსება, რომელიც სტეფანედ წოდებულია, შესულია და წირვას ატარებს იქ. ჯერ ვერ გავარკვიეთ რა უფლებით მევიდნენ აქ. ჩოხოსნები მოვიდინენ, გამოყარეს მონაზვნები და მონასტერში მცხოვრები ადამიანები, დაიკავეს ტერიტორია, შემდეგ მოვიდა მილიცია, არც იქით გვიშვებენ, მამები დააკავეს.

აქედან დაიწყება ყველაფერი, არ გავცილდებით აქედან და მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სიმართლე ცოტა მაინც შერჩენია, ვისაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა უნდა, ამ მამათმავლობაში ბრალდებული ხალხის გვერდით არ დადგება, როგორც ეს ე.წ. ჩოხოსნები, სულგაყიდული ხალხი, ვისაც კაცობა, ღირსება, ქართველობა და ეკლესიის სიწმინდე აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს.

აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ”, – თქვა მამა ათინოგენემ.

შეგახსენებთ, გამთენისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.
სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ 5 სასულიერო პირი მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა
შემდეგი სტატიაUNICEF-მა საქართველოს სკოლებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგი გადასცა