პოლიციამ 5 სასულიერო პირი მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია.”თაიმერის” კორესპონდენტის აკო ქიქავას ინფორმაციით, პოლიციამ 5 სასულიერო პირი მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა.

პოლიციამ მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი და  ერთი სამოქალაქო პირი ჯუმბერ ნოქარაშვილი მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა.

განთენიისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.

სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ოთხი სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა
შემდეგი სტატიააქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ – მამა ათინოგენე