აქციის ერთ-ერთი მონაწილე სხვა მონაწილის ნასროლმა პიროტექნიკამ დააზიანა

კინო ამირანთან ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ე.წ “ხლაპუშკა” თავში მოხვდა.

კინო ამირანთან რამდენიმე საათია, ძალადობრივი ჯგუფის აქცია მიმდინარეობს. ისინი კინო ამირანში ძალადობით შეჭრას ცდილობენ, ასევე მოქალაქეებს კინოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ჰომოფობთა მოძალადე ჯგუფების ლიდერები ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე არიან. ისინი ფილმის And Then We Danced-სი პრემიერას აპროტესტებენ. ფილმი გეი წყვილის შესახებაა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირები კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ
შემდეგი სტატიაძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონს აწვებიან, მაყურებელი “ამირანში” ვერ შედის