ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონს აწვებიან, მაყურებელი “ამირანში” ვერ შედის

კინოთეატრ ამირანთან ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონს აწვებიან, ადგილზე შეხლა-შემოხლაა, რის გამოც, მაყურებელი “ამირანში” ვერ შედის. ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

მაყურებლის ნაწილი კინოთეატრში ადრევე შეიყვანეს, ნახევარ საათზე მეტია, ძალადობრივმა ჯგუფებმა ვერის ბაღიდან ამირანისკენ გადაინაცვლეს და ადამიანებს კინოთეატრში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ, აფეთქებენ პიროტექნიკას და სკანდირებენ – “მივაწვეთ, მივაწვეთ”.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა ძალადობრივი ჯგუფები აპირებენ, “მშვიდობიანად გაწიონ გვერდზე პოლიციის კორდონი”, შევიდნენ კინოთეატრში და გათიშონ ფილმის ჩვენება.

ტერიტორიაზე სპეცრაზმი მივიდა

banner
წინა სტატიაშიაქციის ერთ-ერთი მონაწილე სხვა მონაწილის ნასროლმა პიროტექნიკამ დააზიანა
შემდეგი სტატიამთავარი არხის ცნობით, საპატრიარქოში ფილმ And Then We Danced-ის გამო საგანგებო თათბირი მიმდინარეობს