სასულიერო პირები კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2019 19:20

სასულიერო პირები კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ

„გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა შორის არიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ დროისთვის კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით „ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

როგორც დეკანოზი დავით ნოზაძე და დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი აცხადებენ, ისინი ფილმს მშვიდობიანი გზით აპროტესტებენ და არ გეგმავენ კინოთეატრში შეჭრას. შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ, ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით რადიკალური გზების გამოყენებაზე განცხადებებს, დეკანოზებმა განაცხადეს, რომ შეფასებებს ვერ გააკეთებენ.

„ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ პარაკლისი გადავიხადოთ და ცოდვისაგან ვიხსნათ ადამიანები, რომლებიც მოდიან ფილმის სანახავად“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2019 19:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics