აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღთან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო, მან ნიკოლოზ ვეშაგური სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ვეშაგურის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ლანძღვა-გინებას, პოლიციის დაუმორჩილებლობას და მათ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

ნიკოლოზ ვეშაგურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტურისტის დაჭრაში ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსი ტურისტი სამი ბავშვით მდინარემ გაიტაცა, ორი მათგანი დაიღუპა