აფხაზეთში რუსი ტურისტი სამი ბავშვით მდინარემ გაიტაცა, ორი მათგანი დაიღუპა

აფხაზეთში რუსი ტურისტი სამი ბავშვით მდინარემ გაიტაცა, ორი მათგანი დაიღუპა- ტურისტი სანკტ-პეტერბურგიდან თამარა მოლჩანოვა საკუთარ სამ შვილთან ერთად, რომლებიც რვა, ხუთი და სამი წლის არიან, დე-ფაქტო აფხაზეთში დასასვენებლად იყო ჩასული.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სასტუმროს პერსონალმა ზღვაში ბანაობა კატეგორიულად აუკრძალა შტორმის გამო.

ზღვის ტალღები ორ მეტრს აღწევდა. მდინარე ბზიფში ბანაობისას წყლის დინებამ ყველა მათგანი ზღვაში გაიტაცა. თვითმხილველებმა სამაშველო სამსახურებს შეატყობინეს. მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაპარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორი სცემეს