რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.
აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია „სირცხვილია“. აქციას ასევე უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.