გიორგი ხარჩილავამ „ალტ ინფოსთან“ ასოცირებულ პარტია „კონსერვატორიულ მოძრაობას“ ბანერის განთავსების ნება არ დართო

წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „ალტ ინფოსთან“ ასოცირებულ პარტია „კონსერვატორიულ მოძრაობას“ ბანერის განთავსების ნება არ დართო.

ხარჩილავამ „ალტ ინფოს“ წარმომადგენელს კონსტიტუციით დაუსაბუთა, თუ რატომ არ აქვს უფლება ზემოაღნიშნულ პარტიას ბანერის განთავსების უფლება.

ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ხარჩილავამ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი „ალტ ინფოს“ აკრძალვის შესახებ.

სხვათა შორის, წალენჯიხა პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც „ალტ ინფოს“ ბანერის განთავსების უფლება ოფიციალურმა სტრუქტურებმა კანონიერად არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიაქცია “შინ ევროპისკენ” დაიწყო
შემდეგი სტატია“მტერი გვყავს ერთი, რუსეთი” – რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა მიმართეს