აქცია მერიასთან

saproteso-meiaბოტანიკურ ბაღთან 29 000 ჰექტარი მიწის ფართობის მინიმალურ ფასად გაყიდვას თბილისის მერიასთან აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან მიმდინარე აქციას თავისუფალი ზონის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მერიასთან ბანერით, წარწერით მოისროლე ბიძინა! მივიდნენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტრის მსგავსად, ეს 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

აქციის მონაწილეები მერიას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების გაუქმება.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

მერიის აუქციონის პირობები ასე გამოიყურება:

1) სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდა რვა) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 (ოცი ათასი) კვ.მ.

2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

აუქციონის გასაპროტესტებლად მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აუქციონის მსვევლობას ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდნენ.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია ოლდ სიტი დეველოპმენტი პანორამა თბილისის პროექტს უკვე ახორციელებს, რისთვისაც კომპანიამ სოლოლაკის ქედის ნაწილი გადაჭრა, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში 61 სოფელი დაიცალა
შემდეგი სტატიანონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს