ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

nonaaaaaaaaaaaსაქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის სასახლესთან, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

„ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო – ეს არის ინტელექტის და მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს ადამიანი არის უაღრესად სათაყვანებელი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვერის პარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაქცია მერიასთან
შემდეგი სტატიაესპანეთმა პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა