აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქის ვოლოდიმორ დიაჩენკოსა იური ხომიჩის, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი უნდა გაიმართოს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა. გარდა ამისა, მათი თქმით, ეს პროცესი ართულებს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

„ისინი არიან აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებულები. ეგონათ, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავდათ, ეს ნათელი მაგალითია, თუ რამდენად არის „ქართული ოცნება“ მიშაფობით შეპყრობილი“, – განაცხადა „აციონალური მოძრობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ხელისუფლებას მოვუწოდებთ – გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება