მამუკა ხაზარაძე – ხელისუფლებას მოვუწოდებთ – გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები

როგორც ამერიკის ერთ- ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

“როგორც ამერიკის ერთ- ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. ამის შესახებ ამ დროს საქართველოში მედია ისე, როგორც საზოგადოება ორადაა გახლეჩილი, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ “ოცნება” არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში. ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია იმედზე და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.

ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?!

ხელისუფლებას მოვუწოდებთ – გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას!

მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს.”-წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა
შემდეგი სტატიააქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან