ელისაშვილი – ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პარლამენტში შევიდა აცხადებს, რომ როგორც რიგითმა დეპუტატმა სატელეფონო თანხაზე უარი თქვა. ამ თემაზე მან Facebook სტატუსი გამოაქვეყნა და თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ არ აპირებს ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას, კერძოდ, მანქანით, ბენზინით, სატელეფონო ხარჯით და ა.შ

“ლევანმა რა თქმა უნდა ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ – ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!” – დაწერა ელკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, მან “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა, რომ ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედა და პრივილეგიებით სარგებლობს არ აპირებს.

“არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე”, – თქვა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიაქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
შემდეგი სტატიაგიორგი ჩალაძე – საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის დაუკვეთა ვაქცინა