აფთიაქების ხელმძღვანელები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ ფსიქოტროპული წამლებით, თაღლითური სქემით მოქმედებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია 53 აფთიაქის ხელმძღვანელი, მათგან 26-ზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დავით სერგეენკოს თქმით, ის აფთიაქების ხელმძღვანელები, რომლებიც არასრულწლოვნებზე უკანონოდ ვაჭრობდნენ ფსიქოტროპული წამლებით, თაღლითური სქემით მოქმედებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს, დარღვევის შემთხვევაში უწერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ამ ჯარიმას და იგივე მისამართზე, იგივე ქონებას არეგისტრირებდნენ უკვე თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე, როგორც სხვა შპს-ზე და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას. შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ეს სეგმენტი, ტალბელიტირებული ფორმა, გახდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ახალგაზრდებისათვის და ეს აფთიაქები სწორედ ამით იყვნენ დაკავებული“, -აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ქმედებების გამო, სახელმწიფოს მიადგა ზარალი 4 მილიონ 639 ათასი ლარის ოდენობით.

დავით სერგეენკომ ეფექტური მუშაობისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს
შემდეგი სტატიამინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს “ბალასტი“ არ უნდა უწოდოს-კახიძე