მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს “ბალასტი“ არ უნდა უწოდოს-კახიძე

“ენმ”-ს წევრი ოთარ კახიძე შს მინისტრს გუშინდელი განცხადების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დაუშვებელია, შს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს “ბალასტი“ უწოდოს.

“იმის გათვალისწინებით, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ უზრუნველყო საკმარისი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში პრაქტიკულად არის ეკონომიკური კრიზისი, აუცილებელი გახდა კადრების ოპტიმიზაცია. დაუშვებელია, რომ შს მინისტრი საუბრობდეს ამგვარი ენით საკუთარ თანამშრომლებზე. არ უნდა უწოდოს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს “ბალასტი“. ადამიანები რომლებსაც სამსახურის დატოვება უწევთ ოპტიმიზაციის თუ რეორგანიზაციიის გამო, არიან ჩვეულებრივი ადამიანები . მათ უნდა აუხსნან, რომ მთავრობის ეკონომიკური კრიზისის გამო უწევთ მსგავსი რამის გაკეთება. ბოდიში უნდა მოუხადონ და ასე მოხდეს ოპტიმიზაციის პროცესი. არ უნდა დაამცირონ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ თანამშრომლებს. მათ “ბალასტი“ არ უნდა უწოდონ. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი ქმედება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფთიაქების ხელმძღვანელები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ ფსიქოტროპული წამლებით, თაღლითური სქემით მოქმედებდნენ
შემდეგი სტატიადეკანოზი კახაბერი : ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ