დავით სერგეენკო: ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხი ყველას ადარდებს.

როგორც სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეკონომიკური დარგის მინისტრებმა მედიასთან განმარტებები დღეს არ გააკეთეს, თუმცა მთავრობის სხდომაზე ლარის კურსთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს. ამავე დროს, არის ძალიან სპეციფიური და ვფიქრობ, რომ ამაზე ჩემი ექსპერტიზა საკმარისი არ არის. ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გააკეთებენ დეტალურ განმარტებას.

ამაზე მსჯელობა მთავრობის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იყო. ეს აქტუალური საკითხია, თუმცა ახლა, ამ წუთას, რომ ვერ შეძლეს ჩამოსვლა, არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ განმარტებები არ იქნება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში„ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენ”- კალაძე ტარიფების გაზრდაზე
შემდეგი სტატიააფთიაქების ხელმძღვანელები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ ფსიქოტროპული წამლებით, თაღლითური სქემით მოქმედებდნენ