აფხაზური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეებმა დე ფაქტო შს სამინისტროს შენობის ღობე შეანგრიეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2016 18:19

აფხაზური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეებმა დე ფაქტო შს სამინისტროს შენობის ღობე შეანგრიეს

აფხააფხაზური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეებმა დე ფაქტო შს სამინისტროს შენობის ღობე შეანგრიეს.

Sputnik-ის ინფორმაციით, მომიტინგეები დე ფაქტო შს მინისტრ ლეონიდ ძიაფშბას გადაყენებას მოითხოვენ და ამ დრომდე ვერ მიიღეს რა დე ფაქტო პრეზიდენტის პასუხი, შენობის შტურმით აღება სცადეს.

ამის აღსაკვეთად სამართალდამცველებმა დე ფაქტო სამინისტროს შენობასთან სახანძრო მანქანა მიაყენეს, თუმცა წყლის ჭავლის გამოყენება ჯერ-ჯერობით საჭირო არ გამხდარა.

ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასგან ძიაფშბას გადაყენებას გაუარესებული კრიმინოგენული ვითარებისა და დე ფაქტო სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაგეგმილ რეფერენდუმზე ნების თავისუფლად გამოხატვისთვის ხელის შეშლის გამო მოითხოვს.

შეკრებილებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ დე ფაქტო პრეზიდენტი ძიაფშბას არ გადააყენებს.

გარდა ამისა, ოპოზიცია თავად რეფერენდუმის 10 ივლისიდან შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს, ვინაიდან «ხელისუფლებამ მოქალაქეთა მიერ ნების თავისუფლად გამოხატვისათვის შესაბამისი პირობები არ შექმნა».

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2016 18:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics