აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა საკითხის განხილვაზე უარს ამბობს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ეხებოდა, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ განაცხადა, რომ აფხაზური და ოსური მხარეები უარს ამბობებენ ჟენევაში დევნილთა საკითხის განხილვაზე. გარდა ამისა, ჩიკირბას თქმით, მათ აშშ-ს ვიზების მისაღებად მიმართეს, რათა აფხაზურ დელეგაციას ნიუ-იორკში დევნილთა შესახებ საკითხის განხილვისას ხმის მიცემა შესძლებოდათ. თუმცა, უარი მიიღეს.
დე-ფაქტო მინისტრის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება დევნილებთან დაკავშირებით: “საქართველომ უკვე რამდენჯერმე წარმოადგინა ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუცია გენერალური ასამბლეის სასამართლოზე. ასამბლეის წევრებმა პირველ წელს თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან, შემდეგ წლებში დაიწყეს კენჭისყრა. საქართველოსთვის ეს გარკვეული სპორტული ღონისძიება გახდა” – განაცხადა ჩიკირბამ .
ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი, სადაც სამხრეთ კავსასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობაზე იყო საუბარი, 14 და 15 ივნისს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი:ყველაზე კარგი კვლევის შედეგი არის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი
შემდეგი სტატიაიან კელი რუსთავი2-ის დაკვეთით GFK-ის ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება