კახი კახიშვილი:ყველაზე კარგი კვლევის შედეგი არის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

kaxishviliწინასაარჩვენო კვლევებზე ყოველთვის მქონდა და მაქვს ერთი პასუხი – ყველაზე კარგი კვლევის შედეგი არის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი,- ასეთი კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახი კახიშივლმა ტელეკომპნია „რუსთვაი 2“-ის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებზე.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში არ იყოს ამ შედეგებზე აზრთა სხვადასხვაობა.

„თქვენ იცით ჩემი მიდგომა კვლევებზე მაშინაც, როცა ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში და ახლაც მაქვს ერთი პასუხი, რომ ყველაზე კარგი კვლევის შედეგი არის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. მინახავს კვლევები, სადაც სერიოზული აცდენა ყოფილა არჩევნების შედეგებთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ კვლევები ზოგადად წარმოადგენს ინსტრუმენტს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების. ეს არჩევნები ჩვენ უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში არ იყოს ამ შედეგებზე აზრთა სხვადასხვაობა“,-აღნიშნა კახი კახიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი – 21.7%-მა; გამოკითხულთა 7.8% “სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძეს” ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიარგენტინის პრეზიდენტმა მესის სთხოვა გუნდი არ დატოვოს
შემდეგი სტატიააფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა საკითხის განხილვაზე უარს ამბობს