იან კელი რუსთავი2-ის დაკვეთით GFK-ის ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება

იან კელი

რუსთავი2-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ტიპის კვლევები მოკლევადიან შედეგებს აჩვენებს და არჩევნებზე შესაძლებელია, განსხვავებული მონაცემების იყოს.

იან კელი რუსთავი2-ის საქმესაც ეხმაურება და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ არხის პოლიტიკის შეცვლა სასურველი არ იქნება.

„გამოკითხვა არ მინახავს, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას მედიის საშუალებით გავეცანი. ეს კვლევები გვაძლევს მონაცემებს მხოლოდ მოკლე მონაკვეთის შესახებ და ეს რიცხვები შესაძლებელია, ოქტომბრამდე შეიცვალოს. რაც შეეხება რუსთავი2-ის საქმეს, მე მას არ მივცემდი ისეთ შეფასებას, რომ ის არის პოლიტიკური ან სხვა სახის საქმე. თუმცა, წარსულშიც აღვნიშნე, რომ რუსთავი-2 არის წამყვანი ტელევიზია, რომელიც ოპოზიციურ აზრს აჟღერებს და ის ხელშეუხებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ,“ – განაცხადა ია კელიმ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა საკითხის განხილვაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაფილარმონიაში რუსი მომღერალი ელენა ვაენგა კონცერტს ჩაატარებს