აფხაზი სეპარატისტები ბერლინში სავაჭრო წარმომადგენლობას ხსნიან

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის დელეგაცია, მისი პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, 12–14 სექტემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანიაში ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნა.
აფხაზური სააგენტო “Абхазия-информ” თავის საიტზე წერს, რომ წარმომადგენლობა განთავსებულია ბერლინის ერთ–ერთ ფეშენებელურ და საქმიან რაიონში. მას ხელმძღვანელობს გერმანიის მოქალაქე და “აფხაზეთის დიდი მეგობარი” ვოლფგანგ მატცკე, რომელიც ადრე საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.
“Абхазия-информ” წერს, რომ აფხაზეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნას წინ უძღოდა გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკების მრავალწლიანი პროცესი და თავად წარმომადგენლობის რეგისტრაცია.
პრეზენტაცია ბერლინში 13 სექტემბერს გაიმართა. მას დაესწრნენ გერმანიაში რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი ნიკიტინი, ბიზნესმენები, მეცნიერები, ბუნდესტაგის დეპუტატები, ჟუნალისტები…

წყარო

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- “ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატი შეცვალა
შემდეგი სტატია„ჩვენი დროშა შესაცვლელია მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით!“ – ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიხის ინიციატივას ეხმაურება