ექსკლუზივი- “ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატი შეცვალა

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით მერობის 62 კანდიდატისგან შემდგარი სია დიდი პომპეზურობით გაავრცელა. ამ სიაში აბაშის მერობის კანდიდატად ფიგურირებდა გელა ხოშტარია. თუმცა, როგორც „თაიმერს” “ქართული ოცნებიდან” წყარომ აცნობა, გუშინ ხოშტარია ჩაანაცვლეს ლევან მაკალათიათი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გელა ხოშტარია ამომრჩევლებს ინტენსიურად ხვდებოდა და მისი სააგიტაციო ბანერიც გამოკრული იყო.

,გიდასტურებთ, აბაშაში მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოხდა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარტიასა და კანდიდატს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად”-დაუდასტურეს ინფორმაცია ,,თაიმერს” მმართველი გუნდის პრესსამსახურში.

ბერდია კალანდია

 

“ქართული ოცნებამ” მერობის კანდიდატების სრული სია გამოაქვეყნდა

banner
წინა სტატიაშიგუდაუთაში ინკასატორებს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიააფხაზი სეპარატისტები ბერლინში სავაჭრო წარმომადგენლობას ხსნიან