„ჩვენი დროშა შესაცვლელია მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით!“ – ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიხის ინიციატივას ეხმაურება

„დროშა, გერბი, ჰიმნი – სახელმწიფოს უმაღლესი ატრიბუტიკაა იურიდიულად,
სახელმწოფოს მოქალაქეების უმაღლესი ღირებულება ზნეობრივად,
ისეთი, რისთვისაც ადამიანები თავს სწირავენ,“ – ამის შესახებ სოციასლურ ქსელ „ფეისბუქში“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე წერს.

მისივე თქმით, თითოეულ ჩვენგანს სახელმწიფო დროშისთვის შეწირული, სახელმწიფო დროშასთან ამაყად მდგარი და გამარჯვებით გაბრწყინებული არაერთი ადამიანი გვახსენდება.

„ასეა: სამშობლოს წინაშე პიროვნების სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა მისი ქვეყნის დროშასა და ჰიმნშია გათვალსაჩინოებული.
და თურმე, შესაძლებელია, რომ ის 76-მა დეპუტატმა შესცვალოს, ანუ ყველაზე მცირე რაოდენობამ, რადგან , 76-ზე 1-ით ნაკლებიც რომ იყოს, ქვორუმი არ შეგრობდება, სხდომა ვერ გაიხსნება…
რიცხვი 76, დეპუტატების ის რაოდენობაა, ყველა მიმდინარე კანონპოექტის მიღებისთვის რომ არის საკმარისი… ერთ სესიაზე ასი მაინც რომ განიხილება და სესიის ბოლოს ასივე მიიღება, თუ ოპოზიციის შემოტანილი არ არის.
კანონპროექტთა ასეთ რიგში სახელმწიფოს ატრიბუტიკის ცვლილების ჩაყენება მისი დაკნინებაა, გაპრიმიტიულებაა, აბუჩად აგდებაა, – წერს ნატო ჩხეიძე და იქვე აღნიშნავს, – მე არ მომწონს ჩვენი დღევანდელი დროშა; ჰიმნს და გერბს არაფერს ვუწუნებ; არც დროშას დავიწუნებდი, კონკრეტული პარტიის პარტიული დროშა რომ არ იყოს სახელმწიფოს დროშად თავსმოხვეული, პარტია და პატრია( პატრია ლათინურად ხომ სამშობლოს ნიშნავს), ერთი რომ ეგონათ მენშევიკებივით და ბოლშევიკებივით და პირადი პარტიული დროშა გვიქციეს კიდეც სახელმწიფო დროშად… მაგრამ მათ გარეგნული, ფორმალური პატივისცემა მაინც დაიცვეს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღეს.
და ახლა რა ხდება? – დროშის შეცვლა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე უფრი იოლი საქმე რატომ გახდა ? ქვეყნის პრეზიდენტი ხომ სწორედ სახელმწიფო დროშასთან დებს ფიცს?!.. და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება და დროშის შეცვლის დაძლევას მარტო 76-ის?
დიახაც, ეს ჩვენი დროშა შესაცვლელია, მაგრამ შესაბამისი პატივდებით და შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობიათ!..
და ახლა ნეტავ, რატომ აიოლებენ ამ საკითხს ? ნეტავ, როგორი დროშის შემოთავაზებას გეგმავენ? პარტია და პარტია რომ ერთი იქნება, ისევ ისეთის? და ისინი 113 ხმასაც ხომ იოლად მოაგროვებენ? მაშ, რატომ აკნინებენ, რატომ აპრიმიტიულებენ, აბუჩად რატომ იგდებენ?..“ – წერს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი შესაძლოა, 76 დეპუტატის თანხმობით შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი სეპარატისტები ბერლინში სავაჭრო წარმომადგენლობას ხსნიან
შემდეგი სტატიარუსეთი მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებს ემუქრება