აფხაზეთთან დროებითი გამშვები პუნქტი ისევ გაიხსნა

 

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან არსებული დროებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც რამდენიმე კვირა დაკეტილი იყო, ისევ გაიხსნა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგებელმა თემურ ნადარაიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში თქვა. პუნქტის გაურკვეველი დროით დახურვის მიზეზად დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპი დაასახელა. ნადარაიას თქმით, საზღვარზე მორიგეობენ ექიმები.

banner
წინა სტატიაშირუსეთში დანიელ იეჰოვას მოწმეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაუკრაინის ექს-პრეზიდენტი მაიდანის მოვლენებზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს