რუსეთში დანიელ იეჰოვას მოწმეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ დანიის მოქალაქეს დენის კრისტენსენს ექსტრემიზმის მუხლით ექვსი წლით კოლონია მიუსაჯა – “ბიბისი” წერს. სასამართლომ დაადგინა, რომ დანიელი “სულიერი ლიდერის ავტორიტეტს” იყენებდა და “ორგანიზაციის მუშაობას უზრუნველყოფდა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, რომ ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში”.
დანიური მედია მომხდარს ინტენსიურად აშუქებს. დაკავებულის მეუღლემ მომხდარს “მოსალოდნელი” უწოდა და თქვა, რომ მსუბუქ განაჩენს არ ელოდებოდა.
დანიის მოქალაქე 2017 წლის მაისიდან პატიმრობაშია.
დანიის შს მინისტრმა ანდერს სამუელსენმა თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის “შრმად შეშფოთებულია” მომხდარის გამო. “ჩვენ ისევ მოვუწოდებთ რუსეთს პატივის სცეს აღმსარებლობის თავისუფელბას” – დაწერა მინისტრმა.
რუსეთში “იეჰოვას მოწმეთა ცენტრის” მოქმედება 2017 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აიკრძალა. თუმცა, 2018 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ სისულელეა ამ ორგანიზაციას ექსტრემისტული ეწოდოს და რომ საკითხი ყურადღებით შესწავლას სჭიროებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი თურქეთში კულტურის ცენტრის მშენელობის ფუნდამენტის ჩაყრას დაესწრო
შემდეგი სტატიააფხაზეთთან დროებითი გამშვები პუნქტი ისევ გაიხსნა