დილიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიდიოდა. ქალაქის მთავარ ტაძარში 90-იან წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადაასვენეს.
“24 წლის იყო, როდესაც წავიდა გაგრაში. 2 ოქტომბერს, როდესაც გაგრა დაეცა, იმის შემდეგ გაქრა ჩემი ძმის კვალიც. სამშობლოს მოსიყვარულე იყო და ამან სძლია, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. მადლობა წითელ ჯვარს, რომ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ჩვენს სამშობლოს უბრუნებენ”, – ამბობს აფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაკარგული კაცის და.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნნენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც. სამებაში იყვნენ მისულები, პარტია “ლელოს” ლიდერებიც.