საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს

აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა – საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა. .ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა.

„შესაძლოა ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაიხადოს“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი თებერვალში დაიწყეს. სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მათ მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო – ხვიჩია
შემდეგი სტატიააფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეტთი, ცოტა ხნის წინ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს