აფხაზეთში ტურისტებით სავსე მატარებელი “ოქროს არწივი” ჩავიდა (+ფოტო)

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტროს ძალისხმევით ახალ აფონში სპეციალური თოთხმეტვაგონიანი მატარებელი “ოქროს არწივი” ჩამოდგა, რომელმაც თორმეტი ქვეყნიდან 69 ტურისტი ჩამოიყვანა. ახალი აფონის სადგურზე ტურისტებს სპეციალური დახვედრა მოუწყვეს, გაშლილ მაგიდაზე ელაგა ხილი და ღვინო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები აღფრთოვანებულები დარჩნენ მიღებით და ბუნებით, ამიტომ ისინი მეგობრებთან რეკომენდაციას გაუწევენ აფხაზეთს.

banner
წინა სტატიაშითემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიამასკმა წარმატებით კიდევ ერთი რაკეტა გაუშვა