აფხაზეთში რუსებმა სამხედროების რაოდენობა 30%-ით გაზარდეს

რუსეთის სამხედრო სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაში, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მდებარეობს, რუსეთმა სამხედროების რაოდენობა 30%-ით გაზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით – რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამხრეთის ოლქის პრეს-ცენტრმა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის დასაწყისიდან ამ მომენტამდე რუსეთის ფედერაციის 600-მა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი აფხაზეთში სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისარატოვში 29 ათასი ქართული პროპილის სპირტი ამოიღეს
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლომ კარაჯინს საპატიმრო ვადა სამუდამოთი შეუცვალა